საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის

დეკანის ბრძანება

 

სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2018 წლის დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკების განადგურების კომისიის შექმნისა და კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–5 მუხლის მე–2 პუნქტისა და და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის,   თსუ საქმისწარმოების ერთიანი წესების 4.3 პუნქტის საფუძველზე

 

ვბრძანებ:

 

1. განადგურდეს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის დაზიანებული და გამოყენებელი ბლანკები.

2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2018 წლის დაზიანებული და გამოუყენებელი ბლანკების განადგუნებისთის შეიქმნას კომისია.

3. კომისია დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:

1. პროფ. ნანა გაფრინდაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, კომისიის თავმჯდომარე.

2. პროფ . თეიმურაზ პაპასქირი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

3. პროფ. დარეჯან გარდავაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

4. ზვიად მურადაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი.

5. თამარ მოკვერაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი, კომისიის მდივანი.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცელარიას.

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების   მართვის სამსახურს.

6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.